ახალი ამბები
რა სარგებლობა მოაქვს ,,ძამაჰესს'', რომელსაც 3 სოფელში უჩივიან
კომპანის ,,ესკოს'' ცნობით, ძამა ჰესმა, ერთ დღეში, 2025 წლის 16 ივლისს, 4 296 კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. ბოლო ერთ თვეში კი 74 281 კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა გასაყიდად.

ზუსტად, 16 ივლისს, ,,ქართლის ამბებს'' ძამის ხეობიდან აცნობეს, რომ მიკრო ჰესის წყალობით, სამი სოფლის მოსახლეობა სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი, რადგან მდინარის კალაპოტი (ზღუდერი, ყინწვისი, კეხიჯვრის მონაკვეთზე) დამშრალია.

ძამა ჰესის მშენებლობა სოფელ ვედრების ტერიტრიაზე 2018 წელს დაიწყო. ენერგოპლატფორმის ცნობით, 0.3 მგვტ-იანი ჰესი ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა ლიცენზიის გარეშე.

,,იქნებ ივლისსა და აგვისტოს თვეში გაგვიწიონ შეღავათი და წყალი გამოუშვან. წისქვილი გავაკეთეთ სოფლის პროგრამით, იმასაც ვერ ვამუშავებთ. ჰესის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. გაგვიყონ წყალი. ბაღებს ვეღარ ვამუშავებთ. სამი სოფელი დაგვტოვეს წყლის გარეშე" - გვითხრეს სოფელ ყინწვისში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები