გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ადასტურებს, რომ მას აშშ-ს ვიზა
შეუჩერეს, თანაც საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.
გთავაზობთ, უცვლელად:
,,ბევრი ფიქრის შემდეგ, მინდა გამოვეხმაურო იმ კონკრეტულ საკითხს,
რომელიც ჩემს მიერ დაწერილმა სტატუსმა გამოიწვია (სხვათაშორის
რამდენიმე სთ-ში, ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს აუღია)
,,ყველა ადამიანს გააჩნია თავისი პირადი აზრი, პირადი შეხედულება და
აქედან გამომდინარე მეც დავაფიქსირე, ჩემი შეხედულება კონკრეტულ
საკითხთან დაკავშირებით, მიზეზი გახდა ის, რომ ძალიან მაღიზიანებს, ის
უსამართლო დამოკიდებულება, ის ორმაგი სტანდარტები, როგორც კონკრეტული
ევროპელი პოლიტიკოსები მოქმედებენ, ჩვენი ქვეყნის და კონკრეტულად,
ჩვენი ხელისუფლების მიმართ, ამას ჩემს მიმართ მოყვა, უსამართლო
ლანძღვა, შეურაწყოფა, რასაც მინდა ვუპასუხო .... მე, მჯერავს და
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი
ქვეყანა, ესაა ჩვენი არჩევანი, რასაც წინ ვერაფერი დაუდგება ( მე
მაღიზიანებენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს
მართავენ ბრიუსელს ) .....
,,წარმოდგენა არ აქვთ, ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, რა მიკეთებია,
როგორი რთული ცხოვრება მარტოს დამიძლევია, რა ღირებულებები გამაჩნია,
არ აინტერესებთ შენი სიმართლე და რეალობა, მთავარია ტალახი მოგცხონ,
მოსახლეობა შენს წინააღმდეგ განაწყონ, ესაა მთავარი მიზანი ! თურმე
რუსეთუმე ვყიფილვარ, ამ დროს რუსეთის არცერთ ქალაქში ნამყოფი არ ვარ,
ცხოვრებაში შეხება არ მქონია, ამ დროს თვითონ ცხოვრობენ რუსეთიდან
გამოგზავნილი ფულებით ! თურმე 2012 წლიდან დღემდე, მაგარი კორუფციული
სქემა მქონია დალაგებული, ვაი თქვენს პატრონს უბედურს ( ვეღარ
ვიხსენებ და იქნებ ადგილიც მიმასწავლოთ, სად მაქვს გადანახული ) !
,,აღმოაჩინეს, თურმე ერთ პიროვნებას ველაპარაკები ამერიკის ვიზაზე,
აუუ რა მომხდარა, ცნობისთვის გეტყვით, პირადად მე ათ წლიანი ვიზა
მქონდა, რომელიც პატარა კაცუნიების გამო, რომლებმაც ჩემზე სიცრუე
მიაწოდეს, თავიანთ მამიკოებს, 2024 წლის ბოლოს გამიუქმეს, ორჯერ ვარ
ნამყოფი და დარჩენა, რომ მდომოდა, ხელს ვერაფერი შემიშლიდა, ვიზის
საკითხი მაინტერესებდა, ჩემი ნათესავისთვის, რომელსაც ჭირდებოდა და
წავიდა კიდეც !
,,თურმე მოღალატეც ვყოფილვარ, იქნებ მე მკითხოთ, მიღალატეს თუ არაა ?!
კიიი და ისე მიღალატეს, რომ დღემდე ვერ მომინელებია, დღემდე ვერ
დავმშვიდებულვარ, ისე მიღალატეს, რომ დედაჩემიც კი შეიწირა, იმ
უსამართლობამ, რაც მე გამიკეთეს, ასე რომ რეალობა ესაა და ერთსაც
დავამატებ, ამ ჩემი პირადი აზრის გამო ( რასაც არ ვნანობ და ესაა ჩემი
დამოკიდებულება )
,, ვინც მე პირადულში შემეხო, ვინც მე არასწორად მომიხსენიაა, ვინც მე
შეურაწყოფა მომაყენეთ, ძალიან მშვიდად, აღელვების გარეშე, ყველას
მოგიკითხავთ ოჯახის ყველა წევრს, რამდენი თქვენი არასწორი საქციელი
გაგახსენდებათ ჩემს მისამართით ნათქვამი, იმდენჯერ იცოდეთ, რომ დიდ
მოკითხვას ვუთვლი, თქვენს ძვირფასს და საყვარელ ადამიანებს, ბოდიშით
იმათთან, ვინც მეძვირფასებით და მეიმედებით ( სამწუხაროდ ნელ ნელა
ცოტავდება ასეთი ადამიანები'' - წერს გორის მერის მოადგილე თამაზ
შიოშვილი ფეისბუქის გვერდზე. [სტილი დაცულია]
სტატიის გამოყენების პირობები