ახალი ამბები
,,რეალურად ტექნიკა არ შეუძენიათ'' - დააკავეს 12 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ,,სოფლის განვითარების სააგენტოს'' პროგრამაში მონაწილე 12-მა პირმა სახელმწიფოსგან ჯამში 826 815 ლარი მიიღო, თუმცა ტექნიკა არ შეუძენიათ.

დაკავებულებს შორისაა სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი. გამოძიების ცნობით, იგი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობასთან კავშირი არ ჰქონდათ, გრანტის მიღებაში დაეხმარა.

,,სქემაში ასევე ჩართული იყო რამდენიმე კომპანია, საიდანაც თითქოსდა უნდა მომხდარიყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა. კომპანიებმა გასცეს ყალბი ინვოისები ტექნიკის რეალიზაციის თაობაზე.'' - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს 210-ე, 362-ე და 180-ე მუხლებით. სასჯელი: 7-დან 10 წლამდე პატიმრობა
Print

სტატიის გამოყენების პირობები