ბოლო ერთ თვეში უკანონო ბორდერიზაციის 11 შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების
მექანიზმის ფარგლებში რიგით 126-ე შეხვედრა მიმდინარეობს..
მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან მომხდარ
ინციდენტებს განიხილავენ. წინა შეხვედრა 11 ივნისს გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მთავარ განსახილველ
საკითხად ქართული მხარე კვლავ უკანონოდ დაკავებულ პირთა უპირობო
გათავისუფლების საკითხს; ასევე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს
დააყენებს.
ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 10
მოქალაქე. ხოლო უკანონო ბორდერიზაციის 11 შემთხვევა დაფიქსირდა,
ქართლისა და გორის მუნიციპალიტეტში
სტატიის გამოყენების პირობები