ახალი ამბები
გორის ,,ახალბაღში'' კაფე ,,ტბები'' ხელმეორედ გაქურდეს
გორის კულტურისა და დასვენების პარკში, კაფე ,,ტბის'' მაცივრები ორჯერ გატეხეს.

მეპატრონის ცნობით, წაღებულია დიდი რაოდენობის პროდუქცია. ამჯერად, იგი აპირებს, რომ კამერების ჩანაწერები პოლიციას წარუდგინოს.

ცნობისათვის, ტერიტორიაზე მუნიციპალური ინსპექციის საგუშაგოებია განთავსებული. 2025 წლის გაზაფხულზე, მერიამ უსაფრთხოებისა და წესრიგისთვის პარკის ტერიტორიაზე 7 ჯიხური დადგა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები