ტანას ხეობაში, გაგლოანთუბანში და ლევიტანაში, 4 ხიდბოგირი ვერ
აღადგინეს. ისინი, გასულ წელს, 2024 წლის 12 ივნისს სტიქიის დროს
დაინგრა. მათ აღსადგენად 650 000 ლარი გამოიყო.
თითო ხიდი 45 დღეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ერთი წელი გავიდა და 3
ობიექტი კვლავაც დაუმთავრებელია. მეოთხე არც დაწყებულა და 2025 წლის
1-ელ აგვისტოს ტენდერი მეექვსედ გამოცხადდა.
სამშენებლო კომპანიამ ,,რსს'' ვადის გადაწევა ჯერ გაზაფხულამდე,
შემდეგ ზაფხულამდე და ამჯერად შემოდგომამდე მოითხოვა. დაგვიანებული
სამუშაოების მიზეზად იმას ასახელებს, რომ ბეტონმზიდი ხეობაში ვერ
ადიოდა.

სტატიის გამოყენების პირობები