ახალი ამბები
გორისა და კავთისხევის სასმელი წყლის საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის
სახალხო დამცველი გორსა და კასპის სოფელ კავთისხევში, წყლის შეწყვეტისას, ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაძლო ხელყოფის ფაქტს შეისწავლის:

,,გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია გორში მოსახლეობისათვის წყალმომარაგების შეწყვეტის, ასევე კავთისხევში მოსახლეობის არასაკმარისი წყლის ოდენობით მომარაგების პრობლემის თაობაზე. "

სამწუხაროდ, წყალმომარაგების სერიოზული პრობლემები და ამ მიმართულებით მოქალაქეების უფლებრივი გარანტიების დარღვევა საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში დგას მწვავედ. წყალზე უფლებასთან დაკავშირებულ სტანდარტებსა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშიც (https://tinyurl.com/bddjf8ys) მიუძღვნა.

,,საქართველოს სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის წყლის შეწყვეტისას ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაძლო ხელყოფის საკითხს." - ვკითხულობთ სახალხო.დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები