კარალეთის ქათმის ფერმებიდან ნარჩენები ლიახვის სანაპიროზე ყრიან
კარალეთის მოსახლეობის თქმით, მეფრინველეობის ფაბრიკის
წარმომადგენლები ნარჩენებს ლიახვის სანაპიროზე ყრიან. მათი
ინფორმაციით, ეს ტენდენცია დიდი ხანია გრძელდება.
გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ყვითელი ტომრები ძირითადად ბუმბულითაა
სავსე. ხშირად იქ მკვდარ ფრინველსაც პოულობენ.
მოსახლეობა შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნავია, რომ გორი სასმელ წყალს სწორედ მდინარე ლიახვის
სანაპიროზე მდებარე სადრენაჟე სისტემებიდან იღებს.
სტატიის გამოყენების პირობები