ემიგრაციიდან დაბრუნებულ 18 მოქალაქეს შიდა ქართლში ხელის ტრაქტორი გადასცეს
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, გორში, ხელის
ტრაქტორები გადაეცათ.
ტექნიკა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა 18-მა, ხოლო, მთელი ქვეყნის
მასშტაბით, 80-მდე დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო.
,,დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა თუ თვითდასაქმების
ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ინვენტარი,
ყოველწლიურად, 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მთავარ მიზანს,
რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.'' - აღნიშნულია
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები