მას შემდეგ, რაც ქარელის სოფელ კლდუში საქონლის დახოცვის ფაქტებით
მედია დაინტერესდა, ადგილზე როგორც პოლიცია, ასევე სურსათის ეროვნული
სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ:
,,დამირეკა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა, უნდა ამოვიდე,
აგარის პილიციამ დამავალაო. მე ვუთხარი, მოდით, აქ გდია ისევ-მეთქი.
გაჭრეს და წაიღეს ნიმუშები, ერთ კვირაში იქნება პასუხებიო."
სოფელ კლდუში ამ ზაფხულს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც საქონელი
მოულოდნელად დაიღუპა. დაზარალებულს ეჭვი აქვს, რომ მის საქონელს
განზრახ აზიანებენ ან წამლავენ.
,,წინაზე არ ამოვიდნენ. მე კიდევ იმის საშუალება და დრო არ მაქვს, რომ
წავიღო ნიმუშები და ვიარო ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. გზაც ხომ
ნახეთ, რა დღეშია. ტაქსს არ უნდა აქ ამოსვლა. საქონლის მოვლაში დღე
ისე გადის, ვერც ვიგებ. სახელმწიფო ხომ იმისთვისაა, რომ როცა
გამიჭირდება, გვერდში დამიდგეს" - გვითხრა ქალბატონმა აზამ.
კლდუ ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელში 5 ოჯახი ცხოვრობს.
სოფლის გარშემო ფერმერული მეურნეობებია გაშენებული.			
სტატიის გამოყენების პირობები