ახალი ამბები
მეტეხის დევნილთა დასახლებაში წყლის ნიმუშების აღებას ითხოვენ
„წყალი წელიწადში ერთხელ არ უნდა დაქლორონ? ვსვამთ ისეთ წყალს, რომელსაც საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, თვეში თუ არა, წელიწადში ერთხელ მაინც დაქლორონ“ – ამბობს ნარგიზა რაზმაძე, მეტეხის დევნილთა დასახლებიდან.

დასახლება კასპის სოფლებში, მეტეხსა და ქვემო გომს შორის მდებარეობს. კოტეჯები ისეთ ადგილასაა აშენებული, რომელიც უცხო თვალისთვის შეუმჩნეველია. დევნილების თქმით, სწორედ ამიტომ არ აქცევენ მათ პრობლემებს სათანადო ყურადღებას.

წყლის დაბინძურების გარდა, ტერიტორია კასპის ცემენტის მტვრისგან მუდმივად ზარალდება. ამის გამო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსმა“ ქვემო გომის სიახლოვეს მტვრის საზომი მოწყობილობა დაამონტაჟა. მეტეხის დევნილები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც ჰაერის დაბინძურების შედეგებს უშუალოდ გრძნობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები