ახალი ამბები
კიდევ ერთი პროექტი კასპში - სოფელი ოკამი
კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფლის, თეზის სასაფლაოზე მოეწყო საზოგადოებრივი საპირფარეშო. როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, მერიამ ტუალეტების მშენებლობის იდეა სწორედ თეზიდან აიღო:

,,ჩვენს სოფელში საპირფარეშო საკუთარი სახსრებით გაკეთდა გასულ წელს" - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა კობა ჩიტაშვილმა.

რაც შეეხება ზემო ჩოჩეთის პროექტს, რომელსაც ბიუჯეტის თანხით მერია აკეთებს, ჯერ დასრულებული არაა. ზემო ჩოჩეთში ორი საპირფარეშო შენდება სოფლის პროგრამით, რომელიც ერთმანეთისგან 100 მეტრითაა დაშორებული. სოფელ თეზში კი ორი საპირფარეშო ერთ სივრცეშია მოთავსებული.

ზემო ჩოჩეთისგან განსხვავებით, თეზის საზოგადოებრივი საპირფარეშო გზასთან ახლოსაა. კერძოდ, ოკამი-ლამისყანის დამაკავშირებელ გზაზე. მერიის დაკვეთით მომუშავე საგზაო კომპანიამ გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან საპირფარეშომდე ასფალტი დააგო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები