ახალი ამბები
სინდისის 11 პატიმარს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი მან 226-ე მუხლით გაასამართლა.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რაც არღვევს საზოგადოებრვ წესრიგს.

პროკურატურა კი ითხოვდა, ბრალდებულები გასამართლებულიყვნენ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები