დღეს გორში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ინციდენტი მოხდა —
ერთმანეთს პატრულის თანამშრომელი და ტაქსის მძღოლი დაუპირისპირდნენ.
ტაქსის მძღოლი პოლიციამ დააკავა.
თვითმხილველის თქმით, მძღოლს მანქანა გაჩერებული ჰყავდა, როდესაც
პატრულმა მანქანის გაყვანა უბრძანა არასწორი პარკირების გამო.
,,ტაქსის მძღოლმა უპასუხა, რომ იქ დგომის უფლება "პოლიციის
უფროსისგან" ჰქონდა მიღებული და უფლება არ ჰქონდათ, დაეჯარიმებინათ.
პატრულის ეკიპაჟი რომ წავიდა, ტაქსის მძღოლი მათ ავტომობილს გაეკიდა,
…ჩამოეკიდა და არ უშვებდა, რომ ჯარიმა გაეუქმებინა. შემდეგ პატრული
გადმოვიდა და დააკავა'' - გვითხრეს თვითმხილველებმა.
"ქართლის ამბებმა" გაარკვია, რომ პატრულის თანამშრომელი, რომელმაც
სავარაუდოდ "პოლიციის უფროსის" ახლობელი დააჯარიმა, იოსებ
გაგნიძეა.
შსს-ს პრესსამსახური მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ამ დროისთვის
არ აკეთებს. არც ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას უარყოფს.			
სტატიის გამოყენების პირობები