საბავშვო მწერალმა, გორელმა ვასილ გულეურმა მზია ამაღლობელის
მხარდასაჭერად და თავისუფლებისათვის მებრძოლ ბელარუსელების
პატივსაცემად ახალი წიგნი გამოსცა - ,,მზია და მზე".
,,წიგნის იდეა სამი წლის წინ, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული
ფესტივალიდან დაიბადა, როცა ბელორუსი მწერალი, მთარგმნელი და
მუსიკოსი, იური ნესტერენკო გავიცანი."
,,ყოველთვის განვიცდიდი ჩემი ბელარუსი მეგობრების ბედს, რომლებიც
ემიგრაციაში არიან. და დღეს, როცა საქართველო დემოკრატიული ევროპული
სახელმწიფოს გზიდან ასე მკვეთრად გადავიდა ბელარუსიის გზაზე, ჩემთვის
ძალიან სიმბოლურია ამ წიგნის გამოცემა.
,,კიდევ უფრო სიმბოლურია წიგნის სათაური, რომელიც თავად იურიმ
შემომთავაზა. მაშინ ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ ჩემი ამ პატარა ლექსის
პერსონაჟის სახელიც ასეთი სიმბოლური გახდებოდა თავისუფლებისთვის
ბრძოლაში.
,,დღეს, როცა მზია ამაღლობელი უკვე მერამდენე თვეა უსამართლო სასჯელს
იხდის, მინდა სიმბოლურად, ეს წიგნი მას მივუძღვნა.
,, მზე და მზია“ - ასე ჰქვია ლექსს და ასე ჰქვია ამ წიგნსაც. ჩემთვის
(და არა მხოლოდ ჩემთვის) ეს სახელი იქცა სიმბოლოდ სწორედ სინათლისა,
რადგან დამოუკიდებელი მედია და ობიექტური ჟურნალისტი სწორედ ის
სინათლეა, რომელმაც ბნელი უნდა გაანათოს.
მჯერა, რომ ასეც იქნება! თავისუფლება მზიას!" - წერს ვასილ გულეური,
საბავშვო მწერალი.			
სტატიის გამოყენების პირობები