ახალი ამბები
„კობახიძე: ხაშური იყო ნაკლები ყურადღების ქვეშ, არ ვიცი, რატომ''
„ხაშურს სჭირდება მეტი ყურადღება, ვიდრე ექცეოდა გასული წლების განმავლობაში. სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ეს ქალაქი ყველაზე ნაკლები ყურადღების ქვეშ იყო, რაც არ ვიცი, რით აიხსნება.

მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ამ მუნიციპალიტეტში იყო ხარვეზები, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ხაშურის განვითარებას,“ — განაცხადა დღეს ირაკლი კობახიძემ.

ხაშურის მუნიციპალიტეტში „ქართლის ამბების“ მიერ მომზადებული ვიდეომასალების მიხედვით, წაღვლის, ფლევის, ნაცარგორის, ქაშვეთის, ხალების, მიწობის, მონასტრის, ბეღლეთის და სხვა სოფლების მოსახლეობა აცხადებდა, რომ ის სამუშაოები, რომელიც ხორციელდებოდა, საბოლოო ჯამში უხარისხოდ კეთდებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები