ახალი ამბები
ლეთეთის გზის მოხრეშვა 8 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო - თანხით 17 800 ლარი
შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთში გზის მოხრეშვის სამუშაოები 8 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, ფოტო კი 26 ოქტომბერსაა გადაღებული.

ხელშეკრულება ქარელის მერიასა და კომპანია ,,ნიკა კონსტრაქშენს" შორის 2025 წლის 16 სექტემბერს გაფორმდა. სამუშაოების დასრულების ვადად 8 ოქტომბერია გათვალისწინებული.

ზემო ლეთეთში 3 ოჯახი ცხოვრობს. 26 ოქტომბერს გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ გზის გავლა მაღალი გამავლობის მანქანებსაც კი უჭირთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები