ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოს ყოფილ ვიცე თავმჯდომარეს ლევან გამრეკელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ლევან გამრეკელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მისი ადვოკატი თავისუფლების სანაცვლოდ 800 000-ლარიან გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ასევე ლევან გამრეკელთან ერთად დაკავებულ ორ პირსაც. ისინი 100 000 - 100 000 ლარის შეფარდებას ითხოვდნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ლევან გამრეკელი და მასთან დაკავშირებული კიდევ ორ პირი 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენები უკანონოდ დაეუფლნენ, რის გამოც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი მიადგა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები