ახალი ამბები
ბობნევში სკვერი მოეწყოა თუმცა სოფელში ბავშვები აღარ ცხოვრობენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სკვერი ოთხი წლის წინ მოეწყო, თუმცა სოფელში ბავშვები არ არიან.

2023 წლიდან ბობნევში დაწყებითი სკოლა აღარ ფუნქციონირებს. დაწყებით სკოლაში 2018 წლიდან პირველ კლასში შემომსვლელი მოსწავლე აღარ ჰყოლიათ.

2021-2022 სასწავლო წელს მესამე კლასში მხოლოდ სამი მოსწავლე ირიცხებოდა. მეოთხე კლასში გადასვლის შემდეგ მათ სწავლა ბოშურის სკოლაში გააგრძელეს, რის შედეგადაც ბობნევის სკოლა დაიხურა.

2023 წელს ერთი პირველკლასელი დარეგისტრირდა, თუმცა მშობლის გადაწყვეტილებით მან სწავლა ბოშურის სკოლაში დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები