ტელეკომპანია "სეზონი TV" იხურება, ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა
ნიკოლოზ მჟავანაძემ მოსკოვიდან განაცხადა. გუშინ კი არხის
ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მომზადებულიყვნენ დასახურად.
ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, არხის დახურვის გადაწყვეტილება ტელევიზიის
მფლობელმა, გიორგი კანდელაკმა მიიღო. გიორგი კანდელაკი 2025 წლის 16
სექტემბერს ალკოჰოლური სასმელების არალეგალურად წარმოების ფაქტზე
დააკავეს.
შპს სეზონი ტვ 2021 წლის 16 მარტს დარეგისტრირდა, მაუწყებლობის
ლიცენზია 22 აპრილს მიიღო, ხოლო გადაცემები 15 ივნისიდან ვრცელება.
რამდენიმე თვის წინ, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა რუსულ ენაზეც დაიწყო.
სტატიის გამოყენების პირობები