ახალი ამბები
ჯავის რაიონში ხანძარია - ცეცხლი ტყის მასივზე გავრცელდა
მეორე დღეა ოკუპირებულ ჯავის რაიონის სოფლების: ერწოს, მორგოს და კოზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლის ჩასაქრობად დამატებითი ბრიგადები გაიგზავნა.

,,სოფელ კოზში სახლებზე ცეცხლის გავრცელება თავიდან იქნა აცილებული. სოფელ ერწოში მობილური ტელეფონის ანძა გადარჩა. სოფელ მორგოში ძნელად მისადგომ ადგილებში ხანძარი ჩამქრალია"- აღნიშნულია სახანძრო სამსახურის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები