ქალის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამაკაცს
ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და ოჯახში ძალადობის მუხლით მიესაჯა 150
საათი იძულებითი შრომა.
გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. გორის
პროკურატურის პროკურორმა, ანა ცაგურიამ, სააპელაციო გადაწყვეტილება
უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
უზენაესი სასამართლოს შეფასებით, პროკურორმა ვერ წარმოადგინა
სამართლებრივი არგუმენტები, ვერ შესთავაზა ფაქტობრივი გარემოებების
კრიტიკული ანალიზი მოსამართლეებს. ასევე, ვერც ის დაასაბუთა,
კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მიეცა ბრალდებული
უფრო მძიმე მუხლით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად,
ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
პროკურორმა ანა ცაგურიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ
მეუღლეებს შორის კონფლიქტები ხშირი იყო — ქმარი მეუღლეს სიტყვიერ
შეურაცხყოფას აყენებდა და გენდერული მოტივით ამცირებდა.
პროკურატურის მტკიცებით, კონფლიქტის დროს, ქალმა სახლიდან წასვლა
სცადა, თუმცა მამაკაცმა ძალით დატოვა სახლში, მკლავში ჩასჭიდა ხელი და
კედელს მიანარცხა. ამის შემდეგ ქალი მეოთხე სართულიდან გადახტა,
დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, გადარჩა. ანა ცაგურია
თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის მუხლის გამოყენებას ითხოვდა.
ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ მამაკაცი
უდანაშაულოა, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლო დაეთანხმა.
ბრალდებულმა წინასწარ პატიმრობაში 6 თვე გაატარა. ადვოკატმა მომდევნო
ინსტანციებში მისი უდანაშაულობის დამტკიცება ვეღარ შეძლო. საბოლოოდ,
150 საათი იძულებითო შრომა მიუსაჯეს
სტატიის გამოყენების პირობები