EUMM-ის წარმომადგენლებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის ბუნაგები საკუთარი ხელით დაამზადეს და სააგენტოს გადასცეს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მიუსაფარი
ცხოველებისთვის ბუნაგები და პლედები საკუთარი ხელით დაამზადეს და
გორის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს გადასცეს.
შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში იმედოვნებენ, რომ მსგავსი
სოციალური პასუხისმგებლობა სხვა ორგანიზაციებმაც გამოიჩინონ.
„განსაკუთრებული მადლობა შიდა ქართლში ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის (EUMM) წევრებს, რომლებიც არა მხოლოდ უშუალოდ ჩაერთნენ
პროცესში, არამედ თავად მოგვიტანეს ეს ბუნაგები და პლედები, რომლებიც
ჩვენი ბინადრებისთვის საკუთარი ხელით დაამზადეს“, — აღნიშნავენ
სააგენტოში.
სტატიის გამოყენების პირობები