2025 წლის 29 ნოემბერს გორის თეატრში „ოთარაანთ ქვრივი“ ისევ ანშლაგით
ჩაივლის. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა ბილეთი უკვე
გაყიდულია, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენამდე ოთხი დღეა
დარჩენილი.
ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი პირველად
2024 წლის 8-9 ივნისს დაიდგა. მეორე საპრემიერო ჩვენება 2025 წლის 15
მარტს გაიმართა. ორივე საპრემიერო ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა.
მთავარ როლებს ლიკა კევლიშვილი და დაჩი ბაბუნაშვილი ასრულებენ.
მთლიანობაში სპექტაკლში 12 მსახიობია დაკავებული.
რეჟისორი გორელი გიორგი თენაძეა. გორის თეატრის სცენაზე მან პირველი
სპექტაკლი 2023 წელს დადგა, მაშინ როცა მესამე კურსზე სწავლობდა
სტატიის გამოყენების პირობები