ახალი ამბები
გორში მგზავრთა უნებართვი გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.

ინფორმაცია აღნიშნულია გორის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ერთწლიან ანგარიშში, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე პერიოდის მუშაობის შედეგებს ასახავს.

ანგარიშის მიხედვით, ყველა 26 მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელებას“.

ამასთან, ანგარიშში არ არის მითითებული, დაჯარიმებულთაგან რამდენი იყო მიკროავტობუსისა და რამდენი — მინივენის მძღოლი
Print

სტატიის გამოყენების პირობები