ახალი ამბები
ერთადერთი ვაჟი საექთნო ფაკულტეტზე ბოლო 20 წლის მანძილზე
2025 წლის 25 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

აღმოჩნდა, რომ 20-წლიანი არსებობის პერიოდში, კოლეჯში საექთნო ფაკულტეტი ერთადერთმა ვაჟმა, გიორგი ცერაძემ დაამთავრა. ცერაძე, პარალელურად, გორის უნივერსიტეტში სწავლობდა.

ერ „ეს ჩემი გამარჯვება არ არის — ეს არის გზის გაკვალვა, რომელიც სხვებისთვისაც გახდება მაგალითი. ამაყად ვდგავარ აქ, სადაც პროფესია იწყება ადამიანზე ზრუნვით და მთავრდება ადამიანზე სიყვარულით! ვიწყებ გზას, სადაც ადამიანის გვერდით დგომა არის მთავარი მისია. ამაყად ვდგავარ თქვენს წინაშე და საექთნო საქმის ღირსეულ სამსახურს გპირდებით!.“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი ცერაძემ.

პროფესიული განათლების ცენტრში საექთნო ფაკულტეტი წელს 19-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა
Print

სტატიის გამოყენების პირობები