ახალი ამბები
ჯავის შემდეგ ხანძრის კერები გაჩნდა ახალგორის რაიონშიც
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის ცნობით, ახალგორის რაიონის სოფელ გარუბანის მიმდებარე ტერიტორიაზდ ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც გავრცელებულ მასალაში ჩანს ცეცხლი ტყის მასივში ხმელ ფოთლებს გაუჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად 15-მდე მოწალაქე და მეხანძრე მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, 22 ნოემბრიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარს ებრძვიან. განსაკუთრებით დაზარალდა ჯავის რაიონის სოფლები: ერწო, კოზი, ზამთარეთი, მაშხარა. მორგო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები