ახალი ამბები
გორში ბოლო ერთ წელიწადში 423 უბილეთო მგზავრი დააჯარიმეს
გორის ,,ლურჯ ავტობუსებში'' უბილეთო მგზავრობის შემთხვევები შემცირდა.

გორის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ერთ წელიწადში, ამ მიზეზით მხოლოდ 423 მგზავრი დააჯარიმეს. უბილეთო მგზავრობის ყველაზე მეტი შემთხვევა 2023 წელს დაფიქსირდა, როცა 623 ფაქტი გამოვლინდა.

მგზავრთა მონიტორინგის განყოფილება ინსპექციაში 2025 წლის მაისში ჩამოყალიბდა. მანამდე აღნიშნულ ფუნქციას მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო ასრულებდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები