ახალი ამბები
გორთან ახლოს ცემენტის საწარმოს აშენებას ითხოვენ
ქალაქ გორთან ახლოს, სოფელ ოთარშენსა და თედოწმინდაში ახალი ცემენტის საწარმოს აშენებას შპს "გრავიტექ ცემენტი" ითხოვს. კომპანიამ უკვე მიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გარემოს დაცვის სამინისტრო, ჯერ უცნობია.

დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმო მდინარე ლიახვის სანაპიროზე უნდა აშენდეს და წელიწადში 150 ათასი ტონა ცემენტის წარმოებას გეგმავს.

ნედლეულს (კლინკერს) მიაწვდის "ქართული ცემენტი", ასევე აზერბაიჯანული "ჰოლცინი", "ნორმი" და "არკოზი". თაბაშირი რაჭიდან ან საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანიდან შემოვა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები წერენ, მზა პროდუქციის მყიდველი იქნება შპს "გამა", ხოლო გადაზიდვებს ბათუმისა და თბილისის მიმართულებით შპს "მიდი მოდი გრუპი" უზრუნველყოფს. ტრანსპორტირება უმთავრესად შ-1 (E60) საერთაშორისო ავტომაგისტრალზე განხორციელდება.

შპს "გრავიტექ ცემენტის" მფლობელები ნიკოლოზ ხმიადაშვილი და არჩილ იმერლიშვილი არიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები