ცემენტის საწარმოს გახსნის თაობაზე საჯარო განხილვა სოფელ თედოწმინდაში გაიმართება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცემენტის საწარმოს გახსნის
თაობაზე, საჯარო განხილვა სოფელ თედოწმინდაში 12 დეკემბერს
გაიმართება. შეხვედრა საჯარო სკოლის შენობაში 12 საათზე დაიწყება.
უწყების ცნობით, საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე
შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების
ნებისმიერ წარმომადგენელს. მოსაზრებების წარდგენის ვადა 17 დეკემბერს
იწურება. ამის შემდეგ, დასკვნას გარემოს ეროვნული სააგენტო
მოამზადებს.
,,ქართლის ამბები'' წერდა, რომ კომპანია ,,გრავიტექს ცემენტმა'', 26
ნოემბერს, გორთან ახლოს, თედოწმინდისა და ოთარშენის ტერიტორიაზე,
ცემენტის საწარმოს მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვა.
დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმო მდინარე ლიახვის სანაპიროზე,
წელიწადში 150 ათასი ტონა ცემენტის წარმოებას გეგმავს. პროექტის
მიხედვით, ნედლეულს მიიღებენ ,,ქართული ცემენტისგან'' და
აზერბაიჯანული კომპანიებისგან, ხოლო მზა პროდუქციას გაყიდიან თბილისსა
და ბათუმში. შპს „გრავიტექ ცემენტის“ მფლობელები ნიკოლოზ ხმიადაშვილი
და არჩილ იმერლიშვილი არიან.
სტატიის გამოყენების პირობები