ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის ,,Greenpole"-ის თანახმად,
დღეს, 30 ნოემბერს, კასპში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დასაშვებს
ზღვარს საკმაოდ აღემატება.
რუკის მიხედვით, განსაკუთრებით კრიტიკული სიტუაცია რკინიგზის სადგურის
სიახლოვეს და ქვემო გომშია, სადაც განთავსებულია ატმოსფერული ჰაერის
ხარისხის გამზომი ხელსაწყოები.
რუკის მიხედვით, ქალაქ კასპში 4 გამზომი სადგურია, ერთი - ქვემო
გომში.
გარემოს ეროვნული სააგენტო ამტკიცებს, რომ საქართველოში მტვრის
ნაწილაკების სიჭარბე 24 ნოემბრიდან შეინიშნება:
„ზოგიერთ სადგურზე კვლავ გრძელდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი
ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი,
ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და
სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით“, - ნათქვამია
განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები