ახალი ამბები
ხაშურში სამი წლის მანძილზე მამაკაცი ქურდობის ბრალდებით 4-ჯერ დააკავეს
ხაშურში, სამი წლის განმავლობაში, ერთი და იგივე მამაკაცი ქურდობის ბრალდებით 4-ჯერ დააკავეს. წინა სამ შემთხვევაზე მას პირობითი მსჯავრი ჰქონდა, ხოლო მეოთხედ დაკავებისას სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შემდგომ, ამნისტიის შედეგად, სასჯელი 5 წლამდე შემცირდა.

ადვოკატმა 2025 წლის 12 თებერვლის სააპელაციო განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

პროკურორის ვერსიით, ბოლო ეპიზოდში მსჯავრდებულმა ბინიდან კომპიუტერი, ბრინჯაოსფერი დოქი და ლამფა მოიპარა. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დაზარალებულმა ეს ნივთები პირადად იპოვა ბრალდებულის სახლში, კერძოდ, საწოლის ქვეშ. საუბარია კომპიუტერზე, დოქზე და ლამფაზე. ამოიცნო, როგორც საკუთარ ნივთები.

რაც შეეხება წინა ეპიზოდებს, ყველა განაჩენი აქაც გამოტანილია სსკ 177-ე მუხლით (ქურდობა):

✔ 2022 წელი - 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი – ჩვეულებრივი ქურდობა
✔ 2023 წელი - II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – ქურდობა ჯგუფურად
✔ 2024 წელი - III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – ბინაში უკანონოდ შეღწევით ქურდობა; IV ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – განსაკუთრებით მძიმე გარემოებები

მსჯავრდებული რ.რ. ამჟამად 68 წლისაა. ადვოკატი აცხადებს, რომ მოწმეები ხელს უსაფუძვლოდ ადებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები