ახალი ამბები
ხაშურში ,,მეტეორის ეფექტის" განათებები და სპირალური შადრევანი დაიდგმება
ხაშურის ქუჩებში საახალწლოდ “მეტეორის ეფექტის” განათებები დაიკიდება – სულ 8 ცალი. ტენდერი უკვე გამოცხადდა.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მოთხოვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტი შეისყიდის ასევე სპირალურ შადრევანს, რომელიც ნაძვის ხის ფორმის იქნება.

ახალი საახალწლო აქსესუარებისთვის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები