ახალი ამბები
Greenpole-ს რუკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დღეს ყველაზე დაბინძურებული ჰაერი კასპშია
„მწვანე პოლუსის“ რუკის მიხედვით, დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ჰაერი კასპში ფიქსირდება.

კასპში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს ხუთი ხელსაწყო ზომავს, რომელთაგან რუკის მიხედვით ამ ეტაპზე სამი მუშაობს. ისინი განთავსებულია ფარნავაზის ქუჩაზე, სააკაძის ქუჩაზე და სოფელ ქვემო გომის სიახლოვეს.

30 ნოემბრის საღამოს, ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე მოწყობილობის მიხედვით, მტვრის მყარი ნაწილაკების დონე საგანგაშოდ მაღალია:

PM10 - 211 მკგ/მ³,

PM2.5 - 202 მკგ/მ³.

ცნობისათვის, PM2.5-ის დასაშვები ზღვარი 25 მკგ/მ³-ია, ხოლო PM10-ის - 50 მკგ/მ³.
Print

სტატიის გამოყენების პირობები