ახალი ამბები
,,დავიტოვეთ გაჭირვების გამო" - განაცხადეს სასამართლოზე ყოფილმა ჯარისკაცემა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა. სასამართლომ განიხილა ორივე საქმე, რომელიც მათ მიმართ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრას ეხებოდა.

ყოფილმა სამხედრომ განმარტა, რომ საკონტრაქტო სამსახური ვადაზე ადრე დატოვა დედის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მაღალი შემოსავლის აუცილებლობის გამო, რის გამოც სამოქალაქო სფეროში დასაქმება გადაწყვიტა.

აკადემიის მეორე კურსის ყოფილმა სტუდენტმა სასამართლოს უთხრა, რომ სოციალურად დაუცველია, ხოლო მისი დედა – შშმ პირი, რის გამოც სწავლას ვეღარ აგრძელებდა.

თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა, მათ მიმართ 5 000-ლარიანი და 2 000-ლარიანი ჯარიმების დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს 2 000 ლარი დაეკისრა, ხოლო აკადემიის ყოფილ სტუდენტს – 500 ლარი. სამინისტრომ გადაწყვეტილებები ორივე ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია.

სასამართლომ განმარტა, რომ ჯარის და აკადემიის დატოვების პირადი გარემოებები არსებობდა, თუმცა შესაფერისი სამართლებრივი საფუძველი ჯარიმის სრულად გაუქმებისთვის არ დადგინდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები