„ეს ვეფხია კასრაძის ბაღია ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან. იმ ვეფხიასი,
362-ე დღეს რომ ატარებს ციხეში. 2 წელი და 6 თვე აქვს მისჯილი.
საკუთარი ხელით გაშენებულ მეურნეობაზე ხშირად ღელავს. ალბათ იმიტომ,
ეგ მხოლოდ ხეხილი კი არა, რუსულ ოკუპაციასთან შრომით დაპირისპირებაც
რომაა.
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა, ერგნეთის სახლისთვისაც უნდა მოევლო,
ქმრის სასამართლოებზეც უნდა ევლო, უნდა ემუშავა და ათას სხვა საქმესაც
გამკლავებოდა. სამშვილიან ოჯახში საქმეს რა დალევს.
ამჯერად ელენემ მოახერხა ვაშლის დაბინავება და ყიდის.“
ძირითადად გოლდენია. ცოტა აიდარიდი, ცოტა ჯონა გოლდი, ცოტაც მწვანე.
პატარა ზომები 0.9₾ ღირს, საშუალო - 1₾, დიდი - 1,5₾. ვაშლი
დასაწყობებული სოფელ ერგნეთშია. ამ დროისთვის ვაშლის შეძენის გზა
სოფელში ჩასვლაა და მის მეუღლესთან, ელენესთან კომუნიკაცია ნომერზე —
599185963.
„ან მოვიფიქროთ, როგორ ჩამოვატანინოთ და სად დავაბინავებინოთ. ვინმეს
თუ შეუძლია ამ ნაწილში დახმარება, თბილისში უფრო მარტივად გაიყიდებოდა
მოსავალი.
ეს მხარდაჭერა სამშვილიან ოჯახსაც ხომ წაადგება და ვეფხიაც მაგრად
გამხნევდება, ასე მგონია. ამ ბაღებისთვის ბევრი უშრომია, მშრომელი
კაცისთვის კი მოფუჭებულ შრომაზე მწარე ცოტა რამეა“, — წერს დათო
სიმონია.
სტატიის გამოყენების პირობები