ახალი ამბები
კასპში ქალზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი გაამართლეს - მიზეზად ქალის დუმილი დასახელდა
უდანაშაულოდ სცნეს მამაკაცი, რომელმაც, პროკურორ ანა ცაგურიას განცხადებით, ქალს ჯერ თავში ჭიქა ესროლა, შემდეგ დანის ტარი ასევე თავში ჩაარტყა და მოკვლით დაემუქრა.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიხედვით, ქალმა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

ანა ცაგურიას ცნობით, ოჯახში ძალადობა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სფელში 2024 წლის 9 და 11 იცლისს მოხდა. მომხდარის შესახებ 112-ში თავად დაზარალებულმა დარეკა. პროკურორის ცნობით, მამაკაცი ცოლისგან უპირობო მორჩილებას და მისი ყველა სიტყვის შესრულებას ითხოვდა.

სასამართლომ განმარტა, რომ დაზარალებულმა სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო ყველა მტკიცებულება, რომელიც საგამოძიებო პროცესში იქნა მოპოვებული (მოწმეების დაკითხვა, საგამოძიებო ექსპერიმენტი, სამედიცინო დასკვნა) არასაკმარისია ბრალდების დასადასტურებლად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები