ახალი ამბები
მეჯვრისხევის წარმომადგენელი ითხოვს, რომ სამუსიკო სკოლების პედაგოგების ხელფასი საათში 25 ლარამდე მაინც გაიზარდოს
მეჯვრისხევის წარმომადგენელი გორის მერიას სთხოვს, რომ სამუსიკო სკოლების პედაგოგების ხელფასი საათში 25 ლარამდე გაიზარდოს.

ასმათ ტალახაძემ „ქართლის ამბებთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ამჟამად პედაგოგების ანაზღაურება საათში 18-21 ლარია.

მისი თქმით, მაგალითად, პედაგოგს, რომელმაც კონსერვატორია დაამთავრა, 21 ლარს უხდიან. მასწავლებლის თვიური დატვირთვა მაქსიმუმ 18 საათია, რაც საშემოსავლოს გათვალისწინებით 378 ლარს აღწევს.

„ჩემი წინადადება შენიშვნის სახით წარვუდგინე გორის მერიას, რომ იქნებ 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინონ და თვეში 500 ლარი მაინც ჰქონდეთ ხელფასი. ანაზღაურების გაზრდას ადრეც ვთხოვდი,“ — ამბობს ასმათ ტალახაძე.

გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სამუსიკო სკოლა ფუნქციონირებს — ატენში, ხიდისთავში, ხელთუბანში, ტყვიავსა და ტირძნისში
Print

სტატიის გამოყენების პირობები