ახალი ამბები
,,გორმედი" გაიყიდა
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, კლინიკა „გორმედი“ გაიყიდა და მისი მფლობელი „საქართველოს კლინიკები“ გახდა.

რეესტრში ატვირთული ხელშეკრულების მიხედვით, გივი სვანაძემ, რომელიც „გორმედის“ 100%-იან წილს ფლობდა, ორგანიზაცია 2025 წლის 27 ნოემბერს გაასხვისა.

ხელშეკრულების პირობების შესრულების პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. პოზიციიდან გათავისუფლდა დირექტორი ვლადიმერ კეპულაძე და მის ნაცვლად დაინიშნა ახალი დირექტორი ირაკლი ხოშტარია.

„გორმედის“ გაყიდვის გადაწყვეტილება ოქტომბერში იქნა მიღებული და იმავე თვეში გაფორმდა წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება. საბოლოო გარიგებამდე მხარეები კონკურენციის სააგენტოს დასკვნას ელოდებოდნენ.

კონკურენციის სააგენტომ გარიგება კანონიერად მიიჩნია და დაასკვნა, რომ „საქართველოს კლინიკების“ მიერ „გორმედის“ კონტროლქვეშ მოქცევა ბაზრის მონოპოლიზაციას არ გამოიწვევს.

კლინიკა „გორმედი“ 2011 წელს დაფუძნდა. რა ფასად გაიყიდა, ეს აღნიშნულია 2025 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებულ ,,წინარე ხელშეკრულებაში,'' რომელიც რეესტრის ვებ-გვერდზე არაა ატვირთული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები