გორის სასამართლომ ცრუ ჩვენების ორგანიზებაში ბრალდებული პირი
გაამართლა და წარდგენილი მუხლი გადააკვალიფიცირა.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებული დამნაშავედ ცნობილ იქნა
მხოლოდ ნაკლებად მძიმე – სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით,
რაც მოიცავს მხოლოდ მოწმის დაყოლიებას და გამორიცხავს
ორგანიზებას.
სასჯელად განესაზღვრა 10 000 ლარის ჯარიმა, თუმცა წინასწარ
პატიმრობაში გატარებული დრო ამავე სასჯელად ჩაითვალა და ჯარიმის
გადახდა აღარ დასჭირდა.
პროკურორი ია მეფარიშვილი ითხოვდა უფრო მძიმე – 25,370-ე მუხლით —
დამნაშავედ ცნობას. მისი თქმით, საქმეში აშკარად იკვეთებოდა ფართო,
ორგანიზებული ჩარევა: ადვოკატთან კოორდინაცია, მასალების მოპოვება,
მოწმეების „გაასაუბრება“ და სხვა ქმედებები.
პროკურორმა თავდაპირველი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის
სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა
სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის
განაჩენი.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებული მოწმეებს შეხვედრებისას სთხოვა,
შეეცვალათ გამოძიებისთვის ადრე მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლოში
ეთქვათ ის, რაც მის მიერ გამოგზავნილ ტექსტში იყო მითითებული.
პროკურორის ცნობით, წინასწარ მომზადებულ ტექსტებს ბრალდებული მოწმეებს
“Messenger“-ით უგზავნიდა.
საბოლოოდ სასამართლომ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები
არ იკვეთებოდა; რომ ბრალდებული მარტო მოქმედებდა და თავად ცდილობდა
მოწმეების დაყოლიებას: უგზავნიდა ინსტრუქციებს, არწმუნებდა, რომ
პრობლემა არ შეექმნებოდათ, და საბოლოოდ მოწმეებმა სასამართლოში თქვეს
ზუსტად ის, რაც მის ტექსტებში ეწერა; მათ შორის ჰქონდათ მტკიცებაც,
რომ დაჭრის ეპიზოდის დროს დანა არ უნახავთ.
სტატიის გამოყენების პირობები