გორში ქარმა შუქნიშანი მოტეხა. შემთხვევა დღეს ჭავჭავაძისა და ძმები
რომელაშვილების გამზირების კვეთაზე მოხდა.
შუქნიშანი, რომელიც დღეს ქარმა გორში წააქცია, გორის მერმა 2024 წლის
31 დეკემბერს ჩაიბარა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების
მიხედვით, მერიამ, ჭავჭავაძისა და ძმები რომელაშვილების გამზირების
კვეთაზე დამონტაჟებული კონსტრუქცია 91 000 ლარად შეაფასა. თანხა 2025
წლის იანვარშია გადარიცხული.
„ქართლის ამბების“ მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შუქნიშანი
გადატყდა. ექსპერტი კი, რომლის დასკვნის საფუძველზეც თანხა კომპანია
„გზაჯვარედინს“ გადაურიცხეს, წერს, რომ სამუშაოები შესრულდა
ხარისხიანად და ნორმების დაცვით.
სტატიის გამოყენების პირობები