ახალი ამბები
კასპის მერიაში ,,კონცერტების ორგანიზების თანამონაწილეობის პოზიციაზე'' დასაქმებულია 21 სპეციალისტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, კასპის მერიაში ,,კონცერტების ორგანიზების თანამონაწილეობის პოზიციაზე'' დასაქმებულია 15-დან 21-მდე სპეციალისტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2026 წლის 6 მარტს გამოქვეყნდა, კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ორგანიზაციული სტრუქტურა ოპტიმიზებული არ არის და რიგ შემთხვევებში თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვა არ დასტურდება ან დუბლირებულია.

აუდიტის ცნობით, მაგალითად, ა(ა)იპ – კასპის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სახელოვნებო სკოლების დაწესებულებების გაერთიანებამ საერთოდ ვერ დაასაბუთა 14 საშტატო ერთეულის საჭიროება.

აუდიტის შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა მიუთითებს, რომ ა(ა)იპ-ების სტრუქტურა არ არის სწორად დაგეგმილი და საჭიროა თანამშრომელთა ფუნქციებისა და შტატების გადახედვა, რათა ბიუჯეტის სახსრები უფრო ეფექტიანად დაიხარჯოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები