ახალი ამბები
12 მარტის სხდომაზე ახალი კორპუსების მშენებლობის საკითხები აღარ განიხილება
გორის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, 12 მარტის სხდომაზე ახალი კორპუსების მშენებლობის საკითხები აღარ განიხილება.

როგორც საკრებულოს აპარატში „ქართლის ამბებს“ უთხრეს, მერმა საკითხთან დაკავშირებული მასალები დამატებითი შესწავლის მიზნით გაითხოვა.

„ქართლის ამბები“ წერდა, გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე საკრებულოსგან მშენებლობის ნებართვის გასაცემად თანხმობას ითხოვდა. საკრებულო კი მზად იყო ნებართვის გასაცემად.

ახალი კორპუსების აშენების დაგეგმვის შესასებ ინფორმაცია პირველად „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა. ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა იმ მოქალაქეებისთვის, ვის მიწაზეც ბიზნესმენები კორპუსების აშენებას აპირებენ.

თამარ მეფის ქუჩაზე, სასტუმრო „ვიქტორიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის აშენებას ოფელია მაკრახიძე, ხოლო გოგებაშვილის ქუჩაზე — ანასტასია გოგლიძე ითხოვს.
ირკვევა, რომ მერიის შესაბამის სამსახურში საკითხი სათანადოდ არ იყო შესწავლილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები