ქარელის მერიაში პლასტმასის მცირე ბოთლებით წყლის შეძენაზე უარი უკვე
თქვეს. ,,სნო'', კანონის ამოქმედებამდე, ჩაანაცვლეს ,,წყალი
მთით''
კომპანია „კოკა-კოლასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2026
წლის თებერვლიდან მუნიციპალიტეტი წყალს შუშის ბოთლებით ყიდულობს, ხოლო
სასმელად პლასტმასის ჭიქების ნაცვლად მუყაოს ჭიქებს იყენებენ.
მერია ,,კოკა-კოლასგან'' 3600 ბოთლ წყლის შეძენას აპირებს.
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება აიკრძალება. ქარელის მერიაში
ეს სიახლე უკვე დანერგილია.
აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე,
ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე.
სტატიის გამოყენების პირობები