ახალი ამბები
ოკუპირებულ სოფლებში ხანძრებს ებრძვიან
ოკუპირებულ სოფლებში ხანძრებს ებრძვიან.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, მაგალითად, სოფელ წორბისთან ხანძარი დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის კერებს ამ ეტაპზე უმკლავდებიან და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

რამდენიმე დღეა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე — ცხინვალის, ყოფილი ზნაურისა და ახალგორის რაიონების სოფლებში — ხანძრის კერებს ებრძვიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები