სოფელ ბრეთისა და ბრეძის ჭაბურღილებიდან, 2026 წლის 9 მარტს, წყლის
სინჯები აიღეს. მიზეზი უცნობია.
რა შედეგები მიიღეს, ამის გასარკვევად ,,ქართლის ამბები" სოფლის
მეურნეობის ლაბორატორიას დაუკავშირდა.
როგორც ლაბორატორიაში ,,ქართლის ამბებს" განუცხადეს, მათ არა აქვთ
უფლება დამკვეთის გარეშე რაიმე სახის ინფორმაცია გასცენ:
,,მგონი არ გვაქვს უფლება ეს ინფორმაცია თქვენ გაგიზიაროთ. ჯერ ერთი,
აქ უამრავი სინჯი შემოდის, ქარელიდანაც, კასპიდანაც..." - გვითხრეს
სოფლის მეურნოების ლაბორიატორიაში.
ჩვენს განმარტებაზე, რომ საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას,
გვიპასუხეს, 15 წუთის შემდეგ, დავკავშირებოდით. 15 წუთის შემდეგ
სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.
სინჯები ქარელის მერიამ გააგზავნა. როგორც ,,ქართლის ამბებმა" მოიძია,
ამავე თემიდან გასულ წელსაც იქნა აღებული სინჯები. გასულ წელს
შეამოწმეს დვანის, ბრეთის, კეხიჯვრის და ბრეძის ადმინისტრაციულ
ერთეულებში შემავალი სოფლების წყლები. შედეგები მუნიციპალიტეტის
ვებგბერდზე არაა გამოქვეყნებული
სტატიის გამოყენების პირობები