ახალი ამბები
გარდაიცვალა გორის თეატრის მსახიობი კახა ბერიძე
გარდაიცვალა გორის თეატრის მსახიობი კახა ბერიძე. ბოლო პერიოდში იგი ონკოლოგიურ დაავადებას ებძოდა.

,,დიდ გულისტკივილს და მწუხარებას გამოვთქვამთ ერისთავის თეატრის გამორჩეული და უაღრესად ნიჭიერი ვარსკვლავოსანი მსახიობის, ა. ხორავას სახელობის პრემიის ლაურეატის კახა ბერიძის გარდაცვალების გამო.

,,მისი მრავალფეროვანი შემოქმედება, სიღრმითა და ემოციით გამორჩეული როლები და უსაზღვრო ერთგულება თეატრისადმი ქართულ კულტურაში ღირსეულ კვალად დარჩება.

,,მისი სახე და ხმა კიდევ დიდხანს იცოცხლებს მაყურებლის გულებში.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ მძიმე დანაკარგს"" - წერია თეატრის ადმინისტრაციის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები