,,თუ შეიძლება, რომ ეს ფოტო მასალა ატვირთოთ და ნახოს ქარელის
მერიამ.
,,ეს არის ქარელის რაიონი სოფელი კლდუ. სოფლის მაცხოვრებლები ვეღარ
დავდივართ ამ ტალახში და უბედურებაში. სასწრაფოც კი ძლივას
ამოდის.
,,3 წელია, ამბობენ, რომ მოასფალტდება, მაგრამ დღემდე ასე არის გზები.
ამოდიან იშვიათად და ლოდის ხელა ქვებს ყრიან, რომელზეც მანქანაც კი
ძვლივას მოძრაობს.
,,გთხოვთ, იქნებ დაგვეხმარონ თქვენი მეშვეობით, ძალიან გთხოვთ, რომ
ატვირთოთ და პოსტი შექმნათ, იქნებ გამოფხიზლდეს ქარელის მერია".-
გვწერენ სოფელ კლდუდან.
სოფელი კლდუ ძამის ხეობაში მდებარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები