გორში მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელთან მერებმა და სოფლის
რწმუნებულებმა შეხვედრა გამართეს, რომელსაც მედია არ დაასწრეს.
დახურული შეხვედრის შემდეგ სოფლებში გაფრთხილების წერილები
გამოჩნდა.
მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ის, ვინც 1-ელ აპრილამდე არ
დარეგისტრირდება, წყალსაც დაკარგავს და არხსაც არ მოუწესრიგებენ.
გაფრთხილების წერილებში ხაზგასმულია, რომ მოხდება არხების გაწმენდა და
წყლის მიწოდების სისტემის მოწესრიგება იმ ნაკვეთებთან, რომელთა
მფლობელები წინასწარ, 1-ელ აპრილამდე დარეგისტრირდებიან.
სარწყავი წყლის მისაღებად აუცილებელია ხელშეკრულებების გაფორმება
საქართველოს მელიორაციასთან და განრიგის წინასწარ შეთანხმება.
მელიორაციის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს ასევე, რომ თუ
მოსახლეობა წყალს არ გამოიყენებს, სარწყავი წყალი შესაძლოა მსხვილმა
მომხმარებლებმა აითვისონ.
შეთანხმებული განრიგის გარეშე ნაკვეთის მორწყვა უკანონოდ ჩაითვლება,
რაც გამოიწვევს როგორც ჯარიმას, ასევე სახელმწიფო სუბსიდიის (რწყვის
საფასურის) სრულად დაკარგვას.
როგორ უნდა გაიარონ პროცედურა:
იმ ფერმერებს, რომელთა მონაცემებიც უცვლელია, შეუძლიათ მობილურიდან
აკრიფონ *303# და დაადასტურონ შეთავაზება SMS-ის საშუალებით.
ცვლილებების შემთხვევაში კი საჭიროა მიმართონ იუსტიციის სახლებს.
სტატიის გამოყენების პირობები