სოფელ ხიდისთავში მცხოვრები ბიზნესმენი, ვახტანგ კარიჭაშვილი მე-11 ადგილზეა
Forbes Georgia-მ წარმოადგინა 100 ქართველი უმდიდრესი მეწარმის
რეიტინგი.
ამ რეიტინგში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები
ბიზნესმენი, ვახტანგ კარიჭაშვილი მე-11 ადგილზეა.
,,ფორბს ჯორჯიას" ცნიბით, ვახტანგ კარიჭაშვილის ქონება 835 320 000
ლარადაა შეფასებული.
53 წლის ვახტანგ კარიჭაშვილი 80%-იან წილს ფლობს 2017 წელს
დარეგისტრირებულ შპს-ში „კ და ქართული სპირტი“. კომპანია და მასთან
დაკავშირებული საწარმოთა ჯგუფი საქართველოში მოყვანილი ყურძნის
ნახევარზე მეტს ამუშავებს, აწარმოებს ღვინოსა და საკონიაკე სპირტს.
ვახტანგ კარიჭაშვილი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა." -
წერია ცნობაში.
სტატიის გამოყენების პირობები